გაკვეთილის
გეგმა მათემატიკაში მე-6
კლასი
მასწავლებელი:
ეკა კოპალეიშვილი
|
|
საგანი: მათემატიკა
|
კლასი: მე-6
|
თემა: ათწილადების შეკრება-გამოკლება
|
დრო: 45 წუთი.
|
მოსწავლეთა პროფილი: 15 მოსწავლე. სსსმ - არ არის
(მოსწავლეთა რაოდენობა კლასში და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებები, ასეთების არსებობის შემთხვევაში)
|
|
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შეისწავლიან მოქმედებს ათწილადებზე, მათი ჩაწერის, წაკითხვის,
გამოთვლების, მნიშვნელობის დადგენას
სხვადასხვა ხერხებით.
იმსჯელონ
რიცხვის ჩაწერის პოზიტიურ სისტემაზე, თანრიგებზე.
განუვითარდეთ
მეტაკოგნიციის უნარი. ისწავლონ თამაშით, კეთებით დასკვნების გამოტანა.
|
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
(რომელ შედეგზე/ინდიკატორებზე მიმდინარეობს მუშაობა)
მათ.VI.2.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება
ინდიკატორები
მათ.VI.4.
VI კლასი
მოსწავლეს შეუძლია პრობლემების გადაჭრა გამოთვლების, ვარიანტების დათვლის და მიმართებების გამოყენებით
ინდიკატორები
|
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
(რას უნდა ფლობდეს მოსწავლე, რომ ახალი მასალის ათვისება შეძლოს)
1. რიცხვის თანრიგები
2. რიცხვის დამრგვალება თანრიგის მიხედვით
3. შეკრება-გამოკლების ოპერაციები ნატურალურ
რიცხვებში
4. მსჯელობა-დასაბუთების, აღმოჩენის, დასწავლის,
თანამშრომლობითი, დამოუკიდებელი მუშაობის, პასუხისმგებლობის, თავდაჯერებულობის,
შემოქმედებითობის უნარები
|
|
შეფასება და თვითშეფასება:
(როგორ გაზომავს მასწავლებელი, გავიდა თუ არა შედეგზ?
შეფასების რომელ ტიპსა და მეთოდს გამოიყენებს? რა კრიტერიუმებით მოახდენს
შეფასებას?)
განმსაზღვრელი, განმავითარებელი, თვითშეფასება.
|
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
(ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსი და სხვ.):
საკანცელარიო
ნივთები, დაფა, ცარცი, ტესტი, კომპიურეტი, პროექტორი,
|
|
აქტივობა №1 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
საორგანიზაციო
საკითხები: აღრიცხვა, გაცნობა: მიზნის, შეფასების რუბრიკის და სხვა გეგმის... / 5 წთ / საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეს
შევუქმნათ მოტივაცია სწორად დაგეგმოს და შეიქმნას მოლოდინი, გაკვეთილის მიზნები
გაითავისოს და შეუწყოს ხელი გაკვეთილის მსვლელობას, რომ მიიღოს შედეგი, იყოს
პოზიტიური ...
აქტივობის აღწერა:
მისალმება, განწყობის შექმნა, მორიგეს ვეკითხები დასწრებაზე და აღვრიცხავ ჟურნალში.
გაცნობა: გაკვეთილის გეგმის, მიზნის, როლური თამაშის, ტესტირების, შეფასების
რუბრიკის ...
აქტივობა №2 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
კითხვა-პასუხი.
გონებრივი იერიში /5 წთ / საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი:
მოსწავლის
წინა ცოდნის გააქტიურება. მოტივაციის შექმნა და შემზადება შემდეგი საკითხისთვის.
აქტივობის აღწერა:
დაფაზე ვწერ 159, 0237 ათწილადს და ვეკითხები
მოსწავლეებს (თავად ვიძახებ პასუხის ავტორს, ადგილიდან მიპასუხებენ):
1.
წაიკითხონ
ეს რიცხვი;
2.
რას
ნიშნავს მძიმე რიცხვში;
3.
რომელია
მისი მთელი ნაწილი, წილადი ნაწილი
4.
რომელ
თანრიგშია ... ყველა კონკრეტული რიცხვი
5.
ან რა
რიხცვი დგას მეასედის თანრიგში და ა. შ.
აქტივობა №3 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
ტესტზე მუშაობა./10 წთ/ საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი:
გავიმეოროთ
უკვე ნასწავლი მასალა და განვამტკიცოთ. მოვემზადოთ ახალი მასალისთვის.
მოსწავლეები ისწავლიან თანრიგების სწორად დალაგებას. შეცდომების გასწორება, რომ
მომავალში თავად არ დაუშვან იგივე.
აქტივობის აღწერა:
პროექტორის
დახმარებით ვრთავ ვიდეოს ... ვაჩერებ ადგილ-ადგილ და ვეკითხები ვარაუდებს...
https://ka.khanacademy.org/math/arithmetic/arith-decimals/arith-review-add-decimals/v/adding-decimals-example-1 ვიდეო არის ათწილადების შეკრებაზე (9.087+15.31)
აქტივობა №4 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
ათწილადის
გამოკლებაზე/10 წთ/ საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებში
აღმოჩენის, ნასწავლი მასალაზე დაშენების, აზროვნების განვითარების, მსჯელობის და
დასკვნების გამოტანის უნარი.
აქტივობის აღწერა:
იმავე
ვიდეოში მიღებული ცოდნიდან შევძლოთ შეკრების მოპირდაპირე მოქმედების გამოკლების
ფორმულირება... რა ვარაუდების გაკეთება შეუძლიათ... ვუსმენ მათ მოსაზრებებს,
კითხვების დახმარებით ვცდილობ მივიყვანო
სწორ პასუხამდე... მოსწავლეები თავად მიხვდებიან როგორ შეიძლება შეასრულონ
ათწილადების გამოკლება. იმსჯელებენ და ლოგიკური თანმიმდევრული მსჯელობით
გააკეთებენ დასკვნებს. აქვე რამდენიმე მოსწავლე შეასრულებს სახელმძღვანელოში
მოცემულ სავარჯიშოს ახსნა-განმარტებით.
აქტივობა №5 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
თამაში -
ენერჯაიზერი/10 წთ/ საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეების
ცოდნის განმტკიცება. განტვირთვა და სწავლება მათთვის მისაღები ფორმით.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები
შეკრებენ წრეს, ხელჩკიდებული მასწავლებელთან ერთად. მასწავლებელი აძლევს
ინსტრუქციას მოსწავლეებს: მასწავლებელი ასახელებს რიცხვს, და ყოველი შემდეგი
მოსწავლე უმატებს მაგალითად 0,1-ს... შეცდოემით პასუხისთვის თამაშს ეთიშება
წევრი. ერთ წრეს დაარტყვას შეკრებით. მეორე წრეზე გამოკლება შესრულდება.
აქტივობა №6 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
შეჯამება/10
წთ/ ინდივიდუალური
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეების
ცოდნის შემოწმება, გამტკიცება, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა და
გათვალისწინება მომავალი გაკვეთილებისთვის.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელს
ყველა მოსწავლეს უგზავნის ელექტრონული ფოსტით ტესტის ლინკს.
მოსწავლეები
თითოეული კომპიუტერთან ასრულებენ დავალებას ინდივიდუალურად.
ტესტის
ძირითადი ნაწილი თავად აძლევს შეამოწმოს მოსწავლემ სწორი და არასწორი პასუხი,
რაც მოგვცემს სწრაფ და ეფექტურ უკუკავშირს.
აქტივობა №7 (სახელწოდება; ხანგრძლივობა, ორგანიზების ფორმა):
შეფასება:
განმსაზღვრელი, განმავითარებელი, თვითშეფასება/5 წთ/ საერთო საკლასო
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეების
ცოდნის დონის განსაღვრა. მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გაანალიზება,
რეკომენდაციების მიცემა, შეცდომების პრევენციისა და სწავლის შედეგების
გაუმჯობესების მიზნით.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
რთავს საპრეზენტაციო ფაილს. აფასებს საერთოდ გაკვეთილს და აანალიზებს მიღებულ
შედეგბს. აძლევს მოსწავლეებს განმავითრებელ შეფასებებს. საჭიროების (როგორც
შაშუალებას მოგვცემს მოსწავლე, ვცდილობ მუდმივანდ ვიყო პოზიტიური, განსაკუთრებით
განმსაზღვრელი შეფასებისას, განმავითარებელ შეფასებებს უფრო თამამად ვაძლევ
მოსწავლეს) მიხედვით განმსაზღვრელსაც. ეკრანზე საპრეზენტაციო სლაიდის
დახმარებით, რომელზეც არის თვითშეფასების კითხვები მოსწავლეებს აძლევს (სურვილის
მიხედვით) საშუალებას თავად შეაფასონ მიღებული ცოდნა, დასვან კითხვები, და
დასახონ შეცდომების გამოსწორების გზები. თავისუფლად იმსჯელონ მათ შეცდომებზე და
იმაზე, რა გაიგეს, რა იყო მათთვის ახალი და როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას,
რაში შეიძლება გამოადგეთ მოიყვანენ მაგალითებს.
მასწავლებელი
ჟურნალში წერს შეფასებებს. აძლევს დავალებებს სახელმძღვანელოდან.
|
შეფასების რუბრიკა
შეფასების
კრიტერიუმები
|
დაბალი
|
საშუალო
|
საშუალოზე
მაღალი
|
მაღალი
|
იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულებისას; პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის შებრუნებულ ამოცანებს;
|
|
|
|
|
იყენებს რაციონალური რიცხვის ჩაწერის ეკვივალენტურ ფორმებს და არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებებს გამოთვლების გასამარტივებლად (მაგალითად, მათი ზეპირად შესრულებისას);
|
|
|
|
|
ამრგვალებს ათწილადებს მოცემული სიზუსტით (მეათედისა და მეასედის); მიახლოებით პოულობს (სიზუსტის მითითების გარეშე) არითმეტიკული გამოსახულების მნიშვნელობას;
|
|
|
|
|
პოულობს უცნობ გამყოფს მოცემული განაყოფითა და გასაყოფით; ანალოგიურად პოულობს ერთ-ერთ უცნობ თანამამრავლს მოცემული მეორე თანამამრავლითა და ნამრავლით; ამოწმებს პასუხს.
|
|
|
|
|
იყენებს პოზიციური სისტემის შესახებ ცოდნას, ამოწურვის და გამორიცხვის ხერხებს და ნაშთით გაყოფას ამოცანების ამოხსნისას (მაგალითად, ამოცანები ვარიანტების დათვლაზე; წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული გამრავლების ნიმუშში გამოტოვებული ციფრების ჩასმა და პასუხის დასაბუთება; დადგენა, თუ რამდენი წელია მაგალითად 1200
დღე ნაკიანი წლების გათვალისწინებით);
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ელექტრონული რესურსის ლინკი:
No comments:
Post a Comment