სასწავლო პროექტის
გეგმა
- პროექტის სახელწოდება:
ნატურალური რიცხვები
- პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2
წინადადებით:
მოსწავლეები შეისწავლიან ნატურალური რიცხვების ბუნებას, თვისებებს, წესებს შემოქმედებითად, თეატრალურად, არატრადიციულად. - პროექტის აქტუალობა:
ნატურალური რიცხვების სწორი
განსაზღვრება არის საფუძველი ყველა რიცხვის (ნატურალური, მთელი, რაციონალური,
ირაციონალური, ნამდვილი) სწორად აღქმის და არითმეტიკული მოქმედებების ზუსტად,
მარტივად და რაციონალურად ამოხსნის, მოკლე გზების პოვნის, ლოგიკური და ანალიზური
უნარის განვითარების და მათემატიკის შემოქმედებითად ხედვის, ტრანსფერის უნარის
გამომუშავების.
- პროექტის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ N2-ში დასახელებული
უნარების გამომუშავებას და განმტიცებას.
- მონაწილეთა ასაკი:
მე-5 კლასი. 9-10 წელი.
- ვადები ხანგრძლივობა:
3 თვე. - მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე შეძლებს ნატურალური რიცხვის სწორად ჩაწერას, წაკითხვას, განსაზღვრას, რიცხვთა თვისებების გამოყენებას სხვადასხვა ამოცანების ამოხსნის დროს, სხვადსხვა სიტუაციებში, რიცხვების სიმბოლურ დატვირთვას და სხვა.
- პროექტისათვის საჭირო რესურსები:
ადამიანური რესურსები: ცეკვის, ხელოვნების და მუსიკის მასწავლებელი.თეატრალური წარმოდგენა, საპრეზენტაციო ფაილი, ვიქტორინის
ამოცანები, მოდელები, სცენარი, კომპიუტერი, პროექტორი, დარბაზი, მუსიკალური
ცენტრი, დისკი, საკანცელარიო ნივთები და სხვა
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი
აქტივობები):
მოსწავლეთა პრობლემის განსაზღვრის შემდეგ: უჭირთ
ნატურალური რიცხვებში თანრიგებისა და კლასების გამოყობა, 1-ის და ო-ის თვისების
გაცნობიერება და გამოყენება. ის, რომ0 ნატურალური რიცხვი არაა. ის, რომ 0-ზე
გაყოფა არ შეიძლება...
დაიწერება
სცენარი, სადაც
ნატურალური რიცხვები არიან თავად, რომლებიც წარმოადგენენ თითოეული ციფრის სიმბოლურ
დატვირთვას, მათემატიკაში, ლიტერატურაში, საღვთო სჯულში, ბუნებაში, ხელოვნებაში,
მუსიკაში, ქორეოგრაფიაში, ყოფა-ცხოვრებაში, ურთიერთობაში და სხვა. სცენარი
გამდიდრდა ლექსით, სიმღერითა და ცეკვით.
შეირჩევა როლებისთვის
მოსწავლეები, 2 თვე დაეთმობა მოსამზადებელ პერიოდს, პარალელურად განვიხილავდით
გაკვეთილზე თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს.
შეიქმნება საპრეზენტაციო ფაილები:
ვიქტორინისთვის, ტექსტის გაფომებისთვის და ილუსტრაციისთვის. დაიდგმება ცეკვები.
მომზადდება სიმღერა, ლექსი.
დაინიშნება თარიღი, გაიმართება
წარმოდგენა.
- საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. V. 6.
მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის საწყისი უნარ-ჩვევები
ინდიკატორები
·
ხმამაღლა, გამართულად და გამომეტყველებით უკითხავს თანაკლასელებს შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
·
ცდილობს დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;
·
შინაარსის შესაბამისად ცვლის სხეულის ენას (მიმიკას, ჟესტიკულაციას).
მათ.
V.1.
მოსწავლეს შეუძლია ახალი რიცხვითი სახელების და პოზიციური სისტემის გამოყენება და ნატურალური რიცხვების კლასიფიკაცია
ინდიკატორები
·
კითხულობს მილიონზე დიდ რიცხვებს ახალი რიცხვითი სახელების გამოყენებით (მაგალითად, ტრილიონი და ა.შ.); განმარტავს ამ რიცხვით სახელებს;
·
პოულობს ახალი რიცხვითი სახელით მოცემული (მილიონზე) დიდი რიცხვის რიგს (მაგალითად, რამდენი ციფრისგან შედგება ათობით პოზიციურ სისტემაში ჩაწერილი ასეთი რიცხვი?);
·
იყენებს 10-ის ხარისხებს რიცხვების ჩაწერისას. მსჯელობს ათობითი პოზიციური სისტემის უპირატესობაზე სხვა რიცხვით სისტემებთან შედარებით (მაგალითად, ეგვიპტური ან რომაული სისტემა);
·
პოულობს მოცემული ერთნიშნა და ორნიშნა რიცხვების ჯერადებსა და გამყოფებს.
·
განასხვავებს კენტ, ლუწ, მარტივ და შედგენილ რიცხვებს, ასაბუთებს 2-ზე და 5-ზე გაყოფადობის ნიშნებს;
·
იყენებს რიცხვის კვადრატის ცნებას, ამოიცნობს ორნიშნა ნატურალურ რიცხვებს შორის ნატურალური რიცხვის კვადრატს.
ს.გ.V.6.
მოსწავლეს შეუძლია ითანამშრომლოს სხვებთან, როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.
ინდიკატორები
·
თანამშრომლობს სხვებთან საერთო პრობლემის გადაჭრისას;
·
ითხოვს დახმარებას საკუთარი იდეის განსახორციელებლად;
·
ეხმარება სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში ითხოვს მათგან დახმარებას;
·
მონაწილეობს ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებაში.
მუს.V.2.
მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
ინდიკატორები
·
მღერის მაჟორსა და მინორს თანაკლასელებთან ერთად;
·
თანაკლასელებთან ერთად მღერის ინტერვალებს ოქტავის ფარგლებში;
·
მღერის მარტო, წყვილში, გუნდში ერთ და ორხმიან სიმღერებს ხალხური და კლასიკური რეპერტუარიდან;
·
მღერის კანონის ტიპის სავარჯიშოებს;
·
მღერის დინამიური ნიუანსების დაცვით.
- პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ეკა კოპალეიშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13.
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment